ვაქცინაცია საქართველოში

გაბუნია: ბუსტერი შეუძლია ჩაიტარონ Sinopharm-ით და Sinovac-ითაც, თუ ამ ვაქცინებით აიცრნენ

პირებს, რომლებსაც უკვე ჩატარებული აქვთ აცრა ნებისმიერი ვაქცინის 2 დოზით, არის ეს AstraZeneca, Sinopharm, Sinovac თუ Pfizer, მეორე აცრის ჩატარებიდან 6 თვეში შეუძლიათ ბუსტერ დოზით აცრა. ბუსტერ დოზა ტარდება როგორც Pfizer-ით, ასევე Sinopharm-ით, Sinovac-ით, თუ პირი აცრილი იყო ამ ვაქცინებით. ბუსტერული დოზა არ ტარდება AstraZeneca-ს ვაქცინით, თუმცა ამ ვაქცინით აცრილებს შეუძლიათ Pfizer-ის ბუსტერული დოზის გაკეთება.

თქვა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები