ევროკავშირი-უკრაინა

ჯოზეფ ბორელი: უკრაინა უკვე ძალიან ახლოსაა ევროკავშირთან

ჯოზეფ ბორელი
European Interest

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა რადიო თავისუფლების უკრაინული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის და ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი აღიარებს უკრაინის ევროპულ არჩევანს და მის მისწრაფებას იყოს გაერთიანების წევრი.

"უკრაინა უკვე ძალიან ახლოსაა ევროკავშირთან, დაწყებული გეოგრაფიული და კულტურული სიახლოვით და დამთავრებული ჩვენი მჭიდრო კავშირებით, კერძოდ ასოციაციის შეთანხმებით. უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევენი ევროკავშირმა აღიარა და მიესალმება, როგორც ეს შეთანხმებაშია აღნიშნული. ეს ასევე დადასტურებულია დეკლარაციით, რომელიც 2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგად მივიღეთ." – თქვა ბორელმა.

ბორელის თქმით, ევროკავშირი და უკრაინა "იზიარებენ პოლიტიკური კავშირების გამყარების და ეკონომიკური ინტეგრაციის მისწრაფებებს".

"რეფორმირების და დაახლოებისკენ წინსვლა საუკეთესო საშუალებაა ამ მიზნის მიღწევისთვის. ეს ნიშნავს შეთანხმებების გატარებაზე მუშაობას, უკრაინასა და ევროკავშირის სააგენტოებსა და ინსტიტუტებს შორის შესანიშნავი თანამშრომლობის გაგრძელებას და მთლიანობაში საერთო ბიზნესის შემოტანას, ევროკავშირიში სამუშაოდ და განათლების მისაღებად წასვლას და პირიქით. ყველაფერი ეს ყოველდღიურად უფრო და უფრო გაახლოებს." – თქვა ბორელმა.

ინტერვიუში ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ უმჯობესია, არ იყოს სპეკულაციები, რამდენი წელი დასჭირდება უკრაინას ევროკავშირის წევრობისთვის.

"ახლა მნიშვნელოვანია კონცენტრირება პოლიტიკური კავშირების და ევროპულ გარემოში უკრაინის ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებაზე. საუკეთესო გზა ამისთვის არის ასოცირების ხელშეკრულებაზე დაყრდნობით რეფორმების გატარება და ყველა საჭირო ძალისხმევის ჩადება უკრაინელი ხალხის კეთილდღეობისთვის ევროპული სტანდარტების დამყარებისთვის." – თქვა ჯოზეფ ბორელმა.

კომენტარები