ბათუმი

ხაზარაძე: რაც ხდება სამშენებლო სექტორში, იგივე ხდება პოლიტიკაში

ესაა ფარისევლობა, რაც მე ახლა ვნახე, რომ ის თანამდებობის პირები მიდიან იქ, ვისაც უნდა აეკრძალა მსგავსი რამ, არამარტო იმ ადგილას, არამედ მთლიანად ბათუმში.

[...] ჩვენ ასე ვაშენებთ ვითომ შენობებს, ასე ვაშენებთ სახელმწიფოს და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, გამოუვალ მდგომარეობაში შევიდნენ ჩვენი მოქალაქეები და საერთოდ, ჩვენი ქვეყანა. 

[...] რაც ხდება სამშენებლო სექტორში, იგივე ხდება პოლიტიკაში, ამას ვერ გააჩერებს ერთი მმართველი ძალა, ერთმა რომ ჩაანაცვლოს მეორე, ეს არ მოხდება, ახლა ჩვენ ქვეყანას როგორც არასდროს ისე სჭირდება ვადამდელი არჩევნები.

თქვა პარტია ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევასთან დაკავშირებით TV პირველის ეთერში. 

კომენტარები