ბათუმი

თორთლაძე: საჯარო რეესტრი არაა ორგანო, რომელიც მშენებლობის ნებართვას გასცემს

განაცხადი შემოსული იყო საჯარო რეესტრში მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს და კანონმდებლოით გათვალისწინებული 4 სამუშაო დღის ვადაში დახარვეზდა განაცხადი.

განმცხადებელი ითხოვდა სარდაფისა და საცხოვრებელი ფართის ერთიან ფართობზე საკუთრების რეგისტრაციას. აღნიშნული წარმოება აბსოლუტურად არანაირ კავშირშია სამშენებლო სამუშაოებთან, საჯარო რეესტრი არ არის ორგანო, რომელიც გასცემს მშენებლობის ნებართვას, ასევე, წარმოდგენილ განაცხადში არ ყოფილა სამშენებლო ნებართვა მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული. 

პირველ ეტაპზე დახარვეზდა საკადასტრო ნახაზის არარსებობა, რომელიც გახდა საფუძველი წარმოების შეჩერების.

ამბობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ოლეგ თორთლაძე. 

ბათუმში, ბინის მესაკუთრემ სარდაფისა და საცხოვრებელი ფართის გაერთიანებაზე განაცხადი 4 ოქტომბერს შეიტანა, საჯარო რეესტრმა კი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ, 8 ოქტომბრის 18:33 საათზე მიიღო.

კომენტარები