კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 844 შემთხვევა, დღიური დადებითობა 7.48%-ია

VERGE

COVID-19-ით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 38 042 ტესტი და დადასტურდა 2 844 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 814 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.48%-ია, ბოლო 14 დღის – 5.94% ხოლო 7 დღის  – 7.01%.

ინფიცირების 2 844 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 775, აჭარა – 127, იმერეთი – 607, ქვემო ქართლი – 154, შიდა ქართლი – 147, გურია – 116, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 339, კახეთი – 368, მცხეთა-მთიანეთი – 85, სამცხე-ჯავახეთი – 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 52

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 848, საიდანაც 4 203 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 945 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 631 563 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 598 468 პაციენტი და გარდაიცვალა – 9 221.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები