მიხეილ სააკაშვილის დაკავება

დეკანოზი მიქაელი: სააკაშვილს სამკერდე ჯვრის დაბრუნება უნდა, მთხოვა, პატრიარქს გადავცე

პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და ეკლესიის სახელით შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა. მისი თქმით, სააკაშვილს სამკერდე ჯვარი არ აქვს და მის დაბრუნებას ითხოვს.

"მე არ ვყოფილვარ მის საკანში, ჩვენ შევხვდით ნეიტრალურ ზონაში, სადაც არის მიღების საშუალება.  მან მთხოვა, მის უწმინდესობას გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს  და იქნებ ეს სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ მას", - თქვა მამა მიქაელმა 


1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

კომენტარები