ავსტრია

ავსტრიის კანცლერის სებასტიან კურცის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი
Andreas Gora - Pool/Getty Images

ავსტრიის კანცლერის სებასტიან კურცის წინააღმდეგ პროკურატურამ მოსყიდვისა და ნდობის ბოროტად გამოყენების ეჭვით გამოძიება დაიწყო.

"პროკურორების ოფისმა ეკონომიკურ საქმეთა და კორუფციის საკითხებში სებასტიან კურცის, 9 პირის და სამი ორგანიზაციის წინააღმდეგ ნდობის ბოროტად გამოყენების, კორუფციის და მოსყიდვის ეჭვით გამოძიება დაიწყო" – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პოლიციამ რეიდები მოაწყო კურცის პარტიის, ავსტრიის სახალხო პარტიის ოფისებში, კანცელარიაში და საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროში და კურცის სამი თანაშემწის სახლებში.

გამოძიება მიიჩნევს, რომ 2016 წლიდან, როდესაც სებასტიან კურცი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და სურდა, პარტიის ლიდერი გამხდარიყო და შემდეგ კანცლერად გახდომის შემდეგ ფინანსთა სამინისტრო ტაბლოიდს კურცის მიმართ კეთილგანწყობილი მასალის და გამოკითხვების გამოქვეყნების სანაცვლოდ გაზეთში რეკლამას ყიდულობდა.

ტაბლოიდმა Oesterreich-მა გაავრცელა განცხადება, რომელითაც უარყო რეკლამის შესყიდვის სანაცვლოდ გამოკითხვებს კურცისთვის სასურველ გამოკითხვებს აქვეყნებდა. Oesterreich-ი გამოძიებასთან ავსტრიულმა მედიამ დააკავშირა.

პროკურატურა გამოცემას უშუალოდ არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ 2016 წლიდან 2018 წლამდე ფინანსთა სამინისტრო კონსერვატიული პარტიის სასარგებლოდ პოლიტიკურად მოტივირებულ და ზოგ შემთხვევაში მანიპულაციურ მასალისთვის ფულს იხდიდა. პროკურატურის თანახმად, რამდენიმე ადამიანს, ვის წინააღმდეგაც გამოძიებაა დაწყებული, გავლენა ჰქონდათ, რა ქვეყნდებოდა გამოცემაში.

კანცლერის თქმით, გამოძიება პოლიტიკურად არის მოტივირებული.

"დარწმუნებული ვარ, დადასტურდება, რომ ეს ბრალდებებიც ცრუა." - თქვა კურცმა

სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა პარტიის ოფისში რეიდს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს. სახალხო პარტია პროკურატურას კანცლერისა და მისი პარტიის წინააღმდეგ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.

კანცლერის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება მმართველი კოალიციაში დაძაბულობის მიზეზი გახდა. კოალიციის წევრ მწვანეთა პარტიას ჯერ არ უთქვამს, აპირებს თუ არა კანცლერის მხარდაჭერის გაგრძელებას, თუ მის წინააღმდეგ გამოძიება გაგრძელდება.

სებასტიან კურცი სახალხო პარტიის ლიდერი 2017 წელს გახდა. 2018-ში კი მისმა პარტიამ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. 

ავსტრიის სამმა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტის ქვედა პალატაში საგანგებო სესია მოიწვიეს, რათა გამოძიება განეხილათ და კურცისთვის გადადგომისკენ მოეწოდებინათ.

კომენტარები