არჩევნები 2021

ბოლქვაძე ღარიბაშვილზე: პრემიერი არის უძლიერესი პრემიერი

პრემიერი არის უძლიერესი პრემიერი და არავითარ შემთხვევაში მე მაგას არ გეტყვით. თქვენ მხოლოდ ამ ჭრილში გინდათ ჩემი ინტერვიუ. პოლიტიკოსი ვარ, მაგრამ მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც მინდა ჩემი წვლილი შევიტანო კულტურის განვითარებაში.

ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე. კითხვა ღარიბაშვილის ღია წერილს ეხებოდა. დღეს, 6 ოქტომბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასა და დაკავებასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "სააკაშვილის მაქსიმუმ 5000-კაციან აქციას, წყლის ჭავლით ან მხუთავი აირით დაშლიდნენ".

კომენტარები