არჩევნები 2021

დეკანოიძე ღარიბაშვილის წერილზე: პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტსაც კი შეშურდებოდა

ხატია დეკანოიძე
მთავარი

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ეხმაურება და ამბობს, რომ მისი მიმართვა მორიგი გამორჩეული მაგალითია იმ ამორალურობის და ინტელექტუალური სიმდაბლის, რომელიც დღეს იმყოფება ქართული ოცნება. 

მისივე თქმით, ღარიბაშვილის მიმართვის "პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტსაც შეშურდებოდა".

"ამ მიმართვით, მე ვფიქრობ რომ ყველამ საბოლოოდ გაიგო, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიზანი მართლმსაჯულება და სამართალი კი არ არის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიზანი არის რეალურად გადაწეროს საქართველოს ისტორია, შეურაცხყოფა მიაყენოს ვარდების რევოლუციას და დიახ, ზოგადად სიმდაბლით გამორჩეული ადამიანები, რომელსაც წარმოადგენს ღარიბაშვილი, მის უფროსთან ერთად, ცდილობენ, რომ მთელი საქართველოს სახელმწიფო დაამცირონ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის და პუტინის პირადი ტყვე, წარმოადგენს მათთვის ძალიან მნიშვნელოვან შიშის ობიექტს".- ამბობს ხატია დეკანოიძე. 

6 ოქტომბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასა და დაკავებასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "სააკაშვილის მაქსიმუმ 5000-კაციან აქციას, წყლის ჭავლით ან მხუთავი აირით დაშლიდნენ". 

2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმში იყო.

კომენტარები