არჩევნები 2021

იუკნევიჩიენე​: ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია

საქართველოს პრემიერმინისტრის მხრიდან ეს პირდაპირი აღიარებაა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ეს სავალალო და შეუთავსებელია ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან.

ასე ეხმაურება ლიტველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს – "წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ".

კომენტარები