არჩევნები 2021

ყაველაშვილი: დიახ, ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა და როცა იმარჯვებ, ზეიმობ

მიხეილ ყაველაშვილი

ქართული ოცნების დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა, სალომე სამადაშვილის კითხვაზე, თუ როდიდან ნიშნავდა საზეიმო სცენის დაშლა გამარჯვებას, აღნიშნა, რომ როცა იმარჯვებ, ზეიმობ. 

“მე ყოფილი სპორტსმენი ვარ და არჩევნებში იყო ჩვეულებრივად გამარჯვებაზე ზრუნვა. დიახ, ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა და როცა იმარჯვებ, ზეიმობ”. - თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე.

ყაველაშვილმა ასევე მიმართა პატარა პარტიებს და მოუწოდა, "ჯერ" ნაციონალური მოძრაობა დაასრულონ.

“2% აიღეთ, ხო უნდა გააკეთოთ ანალიზი, დაანებეთ ქართულ ოცნებას თავი, ჯერ ნაციონალური მოძრაობა დაასრულეთ”. - თქვა  მან.


ცესკოს პირველადი მონაცემების მიხედვით, 5 თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში – მეორე ტურები გაიმართება. მათგან სამ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში – პირველ ადგილზე ოპოზიციის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატები არიან. თვითმმართველი ქალაქების გარდა, მეორე ტურები გაიმართება 15 თვითმმართველ თემშიც.

კომენტარები