არჩევნები 2021

ქემოკლიძე: იმედი მაქვს, მეორე ტურში ოპოზიცია სხვადასხვა მიმართულებებით გაიმარჯვებს

მე დარწმუნებული ვარ, რომ ვადამდელი არჩევნები 2024 წლამდე აუცილებლად იქნება. სიმართლე თუ გინდათ, მეორე ტურში ოპოზიცია, იმედი მაქვს, სხვადასხვა მიმართულებებით გაიმარჯვებს, რაღა დაგიმალოთ. ის რეზულტატი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ენმ-ს საკუთარი უდიდესი შეცდომების საშუალებით მისცა, მთელი 4 თვის განმავლობაში ქართული ოცნების მთელი რესურსი პირდაპირპროპორციულად დამიზნებული იყო გახარიაზე, ჩვენს თითოეულ მხარდამჭერზე. ჩაშლილი ინსტრუქციების დონეზე, ენმ-ს საერთოდ არ უტევდნენ, მაშინ, როდესაც გახარიას პარტიის წევრებზე პირდაპირ დამიზნებული ფოკუსი იყო და შედეგად მიიღეს ენმ-ის მეტი მხარდამჭერები და მიიღეს ლამის ალტერნატიული ხელისუფლება ბევრ საკვანძო ქალაქში და საკვანძო რაიონში.

თქვა პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა კახაბერ ქემოკლიძემ ტვ პირველის ეთერში. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური გაიმართება - კიდევ სად იქნება მეორე ტური ნახეთ აქ.

კომენტარები