არჩევნები 2021

კობახიძე: ქვეყნის მასშტაბით ოცნებამ 1 331 მანდატი აიღო, ენმ - 502, საქართველოსთვის - 109

ირაკლი კობახიძე
ტაბულა

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარადგინა მუნიციპალიტეტების საკრებულოს არჩევნების შედეგები პარტიების მიერ მიღებული მანდატების მიხედვით. ქართულმა ოცნებამ მანდატების 66% მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ - 25%.

2 068 მანდატი ქვეყნის მასშტაბით ასე განაწილდა:

  • ქართული ოცნება - 1 331
  • ნაციონალური მოძრაობა - 502
  • საქართველოსთვის - 109
  • ლელო - 24
  • ევროპული საქართველო - 18
  • მესამე ძალა - 8
  • ერთიანი საქართველოსთვის - 6
  • პატრიოტთა ალიანსი - 5
  • ევროპული სოციალისტები - 4
  • ლეიბორისტული პარტია - 3
  • სახალხო პარტია - 3
  • პროგრესი და თავისუფლება - 2
  • ანა დოლიძე ხალხისთვის - 2
  • მოქალაქეები - 1
  • გირჩი - 1
  • გირჩი-მეტი თავისუფლება - 1
  • დამოუკიდებელი კანდიდატები - 2

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მოცემული მონაცემებით, ქართული ოცნება 4 თვითმმართველი ქალაქისა და თემის საკრებულოში ვერ ლიდერობს წარმომადგენლების რაოდენობით. ესენია - რუსთავი, ზუგდიდი, წალენჯიხა და სენაკი. 

5 თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში – მეორე ტურები გაიმართება. თვითმმართველი ქალაქების გარდა, მეორე ტურები გაიმართება 15 თვითმმართველ თემში.

კომენტარები