არჩევნები 2021

სააკაშვილი: ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია

ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ამ ბოლო რეფერენდუმზე. ადგილობრივ არჩევნებში ეს მთავრობა ყოველთვის იგებდა უმარტივესად, ზედმეტი დაძაბვაც არ სჭირდებოდათ ხოლმე. ახლა, როცა ეგონათ, რომ საბოლოოდ გატეხეს ხალხი, ყველა დიდ ქალაქში არის მეორე ტური, აქედან რამდენიმეში წინ არის ნაციონალური მოძრაობა. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - არათუ მხოლოდ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლეთ. ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია. ვამაყობ თქვენით

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა წაუკითხა. 2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს

კომენტარები