ინფლაცია

ერთ წელში ზეთი 40%-ით, ბოსტნეული 38%-ით, რძე 17%-ით, პური კი 13%-ით გაძვირდა 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელის სექტემბერში ინფლაციის დონემ 12.3% შეადგინა. 

საბაზრო ინფლაციის მაჩვენებელი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.3%-ს შეადგენს. 

ინფლაციის დონის ზრდა საქონლისა და მომსახურების გაძვირებასა და ფულის მსყიდველობითუნარიანობის კლებას ნიშნავს.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულზეა, რაც თითქმის ყველანაირი სახის პროდუქტისა და მომსახურების ფასზე აისახება.

ბოლო ერთ წელში გაძვირდა შემდეგი პროდუქტები: 

  • ზეთი და ცხიმი – 40.7%
  • ბოსტნეული და ბაღჩეული – 38.2%
  • რძე, ყველი და კვერცხი – 17.1%
  • შაქარი, ჯემი და ტკბილეული – 16.6%
  • პური  – 13.2%
  • წვენები და მინერალური წყალი – 12.6%
  • თევზეული  – 11.5%
  • ხორცი  – 10.4%
  • ყავა, ჩაი და კაკაო  – 7.1%

საცხოვრებელი, წყალი, ელექტოენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.8%-იანი
მატება. ფაისი გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებში:

  • ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 14.6%
  • საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება – 7.1%
  • წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება – 4.5%

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.3%-ით. პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია გაძვირდა 29.3%-ით, სატრანსპორტო მომსახურება კი – 4.6%-ით.

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2%-ით. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (14.9%), საავადმყოფოების მომსახურების (5.3%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.4%) ქვეჯგუფებზე.

კომენტარები