არჩევნები 2021

კობახიძე: აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, ოცივე შემთხვევაში მოვიგებთ მეორე ტურში

სინამვილეში ნაციონალურ მოძრაობას არც არაფერი უხარია, მათ კარგად იციან, რომ ძალიან მძიმედ წააგეს ეს არჩევნები და იციან ის, რომ ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ მიიღო ნდობის ძალიან მყარი მანდატი ქართული საზოგადოებისგან.

[...] ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ოცივე შემთხვევაში მეორე ტურში მოვიგებთ ამ არჩევნებს. ჩვენი მერობის კანდიდატები მოიგებენ ამ არჩევნებს და ამის თქმის საფუძველს გვაძლევს კონკრეტული გათვლები, კონკრეტული მოცემულობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემზადებით ოცივე მუნიციპალიტეტში მეორე ტურში გამარჯვებისთის.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იმედთან ინტერვიუში. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური გაიმართება - კიდევ სად იქნება მეორე ტური ნახეთ აქ.

კომენტარები