არჩევნები 2021

"თავისუფლება მიშას!" – 4 ოქტომბერს რუსთავის ციხესთან აქცია გაიმართება

World Bank/Roxana Bravo

4 ოქტომბერს, 15:00 საათზე რუსთავის ციხესთან აქცია გაიმართება სახელწოდებით – "თავისუფლება მიშას!"​ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და თბილისში ოპოზიციის ნაწილის საერთო მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ავრცელებს.

2 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმში იყო. 

კომენტარები