არჩევნები 2021

რიჟვაძე: უკვე მერვეჯერ მივაღწიეთ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას

მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამ ქვეყნის მოქალაქეს მათი აქტიურობისთვის, თითოეილ ჩვენს მხარდამჭერს, სწორედ მათი მხარდაჭერით ჩვენ უკვე მერვეჯერ მივაღწიეთ ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას. ამომრჩეველმა, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გვანდო მანდატი ამ ქვეყნის მართვის ყველა დონეზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. ცესკოს პირველადი მონაცემების მიხედვით, 5 თვითმმართველ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში – მეორე ტურები გაიმართება. მათგან სამ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში – პირველ ადგილზე ოპოზიციის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატები არიან. თვითმმართველი ქალაქების გარდა, მეორე ტურები გაიმართება, სავარაუდოდ, 15 თვითმმართველ თემში, მათ შორის, ხელვაჩაურში.

კომენტარები