არჩევნები 2021

ბრიტანეთის საელჩო: არჩევნები იყო კონკურენტული, დარღვევებზე ბრალდებებმა პროცესი დააზიანა

დიდი ბრიტანეთის საელჩო

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩო იზიარებს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებებს.

"დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ საქართველოში არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, თუმცა დარღვევების შესახებ ბრალდებებმა პროცესი დააზიანა. ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას. იმედი გვაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთვება მეორე ტურებში" – წერს საელჩო Twitter-ზე.

2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დათვლილი აქვს ხმების 99.97%, რის  მიხედვითაც პროპორციულ ნაწილში პარტიული რეიტინგები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

  • ქართული ოცნება - 46.68%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 30.7%
  • გახარია- საქართველისთვის - 7.8%
  • ლელო -  2.71%
  • ევროპული საქართველო - 1.66%
  • გირჩი-მეტი თავისუფლება - 1.44%

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ხმების 100% დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებას 40.3% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 27.97%, გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის კი – 8.85%. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

 

კომენტარები