არჩევნები 2021

კალაძე: მე ავიღე 45%, მელიამ - 34%, რა თქმა უნდა, ეს დამაჯერებელი გამარჯვებაა

კახა კალაძემ აიღო 45%, მეორე ადგილზე გასულმა 34%, რომელი უფრო დიდია, 45, თუ 35? რა თქმა უნდა, დამაჯერებელი გამარჯვებაა. მე გამიხარდებოდა, რომ პირველ ტურში დაგვემთავრებინა არჩევნები, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, როგორც საუბრის დასაწყისში ვთქვი, შეიძლება რამე დავაკელით, შეიძლება მეც რამე გამომრჩა, ამისთვის ბოდიში, თუმცა ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა ქართული ოცნება, ვინც დამაჯერებლად გაიმარჯვა, მიიღო 48%, ამისთვის ყველა ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო საარჩევნო პროცესში.

თქვა ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციის საერთო კანდიდატს თბილისში, ნიკა მელიას აქვს ხმების  – 34.1%, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატს, კახა კალაძეს  – 45.31%. მესამე ადგილზე არის პარტია საქართველოსთვის კანდიდატი, გიორგი გახარია  – 9.03%-ით.

5-ვე თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური გაიმართება – კიდევ სად იქნება მეორე ტური?

კომენტარები