კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 164 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 2 292

საქართველოში Covid 19-ით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა. გასულ 24 საათში ჩატარდა 22 107 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 164 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 292 პაციენტი.

2 ოქტომბრის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.27%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.42% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.92%.

ინფიცირების 1 164 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია – 383 შემთხვევა, აჭარა - 79, იმერეთი - 229, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 36, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 125, კახეთი - 168, მცხეთა-მთიანეთი - 23, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 18 898, საიდანაც, 4 102 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 617 753, მათგან გამოჯანმრთელდა 589 791, გარდაიცვალა – 9 038, მძიმე პაციენტია 983 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 248 პირი.


ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 14 აგვისტოს გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ 13 სექტემბრიდან აღდგა. 

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები