არჩევნები 2021

ხოშტარია: ამომრჩეველმა საკუთარი ძალა ანახა, ახლა ვკონცენტრირდეთ რეფერენდუმის მე-2 ტურზე

უკვე ფაქტია, ამომრჩეველმა მთელ ქვეყანაში საკუთარი ძალა ანახა. მიუხედავად ყველა უნამუსობისა, რაც ჩვენთვის სიახლე არ იყო, ხალხმა საარჩევნო აჯანყება მოაწყო და მნიშვნელოვანი გარდატეხა მოიტანა.

ეხლა უნდა ვკონცენტრირდეთ რეფერენდუმის მეორე ტურზე, სადაც დიდი უპირატესობაა და რაც მთავარია მოქმედების რწმენა და ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე.

მე საკრებულოში ვერ შევალ, მაგრამ ზუსტად ისეთივე შემართებით გადავეშვები საერთო ბრძოლაში და მივიყვანთ ბოლომდე.

P.s ის რომ დროამ 2 პროცენტი აიღო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სულ ახალი წამოწყება ჩემი აზრით ამომრჩეველმა კარგად მიიღო დასაწყისისთვის. ეხლა მთავარია არჩევნები და ნორმალური პოლიტიკური პროცესი დავიბრუნოთ და მერე დროაც და ბევრი სხვა გეგმაც განხორციელდება.

წერს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია Facebook-ზე.

10:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უბნების 74.14%-ია დათვლილი, სადაც ქართულ ოცნებას 47.83% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 30.69% და გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის 7.48%. 

5-ვე თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური გაიმართება – კიდევ სად იქნება მეორე ტური?

კომენტარები