მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბილდტი: სააკაშვილის მიმართ ყველა ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა განიხილონ

შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები  სამართლიან სასამართლო პროცესზე უნდა განიხილონ.

"საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი თვითმმართველობის არჩევნებია. პრეზიდენტმა  სააკაშვილმა იცოდა, რომ დააკავებდნენ, თუმცა მაინც დაბრუნება გადაწყვიტა. პოლიტიკური სასამართლო დღევანდელ ევროპაში მიუღებელია. მის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლო პროცესზე უნდა განიხილონ". - წერს კარლ ბილდტი.

2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომერჩევლის აქტივობამ 51.92% შეადგინა.

 მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. იქამდე ქართული ოცნების წევრები ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო იყო ყალბი. გარდა ამისა, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. 

კომენტარები