არჩევნები 2021

კალაძე: გილოცავთ, არსებული ეგზიტპოლით ყველგან გამარჯვებულია ქართული ოცნება

მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა და მადლიერება მინდა გამოვხატო თბილისელების მიმართ. ძალიან დიდი მადლობა ამ ნდობისთვის, ამ მხარდაჭერისთვის. როგოც ყოველთვის ვამბობდით მთელი ამ საარჩევნო კამპანიის დროს ახლაც გავიმეორებ - მზად ვარ, 24-საათიან რეჟიმში ვემსახუროთ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ამ ქალაქს, ამ ქალაქის განვიტარებას და ამ ქალაქის აღმშენებლობას. ყველაზე მეტად რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს არის მშვიდობა, ეს არის სიშვიდე და სტაბილურობა.   

დღევანდელი ჩვენი წარმატება მოგვცემს ამ ყველაფრის შესაძლებლობას, რომ შემდეგი სამი წელი მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, სწრაფი განვითარება, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. თქვენ იცით, რომ 2024 წელს არის საპარლამენტო არჩევნები, მანამდე გვაქვს ძალიან დიდი დრო, ამიტომ, ყოველდღიური ჩართულობა, ყოველდღიური მუშაობა... მინდა, ახალგაზრდები გამოგყოთ და მადლობა გადაგიხადოთ შრომისთვის, საქმიანობისთვის, რაც გააკეთეთ ჩვენი გუნდისთვის და ქალაქისთვის. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გეტყვით, დაველოდოთ ცესკოს საბოლოო შედეგებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არსებული ეგზიტპოლის შედეგებით ყველგან გამარჯვებულია ქართული ოცნება და გილოცავთ კიდევ ერთხელ!

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე. სამმა ტელევიზიამ ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა Ipsos-ისა (მთავარი) და Edison Research-ის (ფორმულა) ეგზიტპოლებით, თბილისში მეორე ტური ინიშნება, გორბის (იმედი) ეგზიტპოლით კი კახა კალაძემ პირველივე ტურში მოიგო.  

კომენტარები