მარნეულში იყო ეპიცენტრი, პროვოკაციის მოწყობის მცდელობები, რამდენიმეგან მოახერხეს. იცით, რომ ამ საქმეზე დაკავებულები იყვნენ კახა კვეკვესკირი და ჯაბა საჯაია, თუ ქამადაძე, ზუსტად არ ვიცი, ვადგენთ. ერთ-ერთი ინციდენტის დროს ეს ორივე ადამიანი დააკავეს. ამ ინციდენტების ეპიცენტრი 22-ე საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩევნო უბანი იყო. ამ უბანზე ტევე პირველმა გაუშვა კადრები, სადაც ჩანს სავარაუდო ჩაყრის ფაქტი, კარგად არ ჩანს, უბრალოდ ზურგიდან ჩანს ქალბატონი, რომელიც ამას აკეთებს, შემდეგ ხელს აფარებს, არ ვიცი, დეტალებს გამოძიება დაადგენს. მე მინდა გაცნობოთ, რომ ეს ქალბატონი, რომელიც ტევე პირველმა აჩევენა არის ნაციონალური მოძრაობის კომისიის წევრი და აქტიური მხარდამჭერი, იზოლდა ქველაძე. გამოძიებაა დასაწყები.
tbl.ge/5pjf
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ.
ამავე თემაზე
- 2021 წლის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ 18 მლნ დახარჯა, ენმ-მ 3 მლნ, ლელომ – 2.5 მლნ
- არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება კვლავ პრობლემურია – TI-ის ანგარიში
- NDI არჩევნებზე: საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა
- "საკრებულოებში ვმოქმედებთ ძალაუფლების ბალანსისთვის" – სად ასახელებს გახარია კანდიდატებს
- სააკაშვილი: გავზარდოთ მასობრიობა და კედლად დავუდგეთ მოძალადეებს, აუცილებლად ჩამოვანგრევთ




