არჩევნები 2021

15:00-სთვის ამომრჩევლის ყველაზე დაბალი აქტივობა ქვემო ქართლსა და თბილისშია

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 15:00 საათისთვის ხმის მისაცემად 1 160 413 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 33.18%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა (47.5%) რაჭა-ლეჩხუმში აღირიცხა, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლსა (30.3%) და თბილისში (30.7%).

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, 15:00-სთვის ამომრჩეველთა აქტივობა 29.84% იყო, ყველაზე მაღალი რაჭა-ლეჩხუმში (46.2%), ყველაზე დაბალი - შიდა ქართლში (25.1%). მაშინ, 15:00-ზე, თბილისში ხმა ამომრჩეველთა 27.7%-ს ჰქონდა მიცემული.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 15:00-სთვის ხმა 28.94%-ს ჰქონდა მიცემული, აქედან ყველაზე მეტს რაჭა-ლეჩხუმში (47%), ყველაზე ნაკლებს - თბილისში (23.8%).

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 15:00-სთვის ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში (49.5%) იყო, ხოლო ყველაზე დაბალი - ქვემო ქართლში (33.9%). თბილისში ხმა 34.2%-ს ჰქონდა მიცემული.

2012 წელს კი, ყველაზე მაღალი აქტივობა ასევე რაჭა ლეჩხუმში იყო (57.4%), ყველაზე დაბალი (37.9%) - ქვემო ქართლში. თბილისში ხმა ამომრჩეველთა 46.1%-ს ჰქონდა მიცემული.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები