არჩევნები 2021

15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 33.18%-ია – 2017 წელს 29.84%% იყო

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 15:00 საათისთვის ხმის მისაცემად 1 160 413 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 33.18% შეადგენს. 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის 29.84% იყო, 2014 წელს – 28.94%.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 36.45% იყო. ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 15:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა 44.99% იყო.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების I ტურში 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 30.98% იყო.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები