მიხეილ სააკაშვილის დაკავება

პრემიერი: სამართალდამცველებმა სააკაშვილის სამალავის კარი გასაღებით გააღეს

მე მოსახლეობას ვეტყვი, რომ ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ვინ არის ჩამოშლილი და ვინ არის სრულად გაკოტრებული, მე მგონი, ეს ფაქტიც ამაზე მიუთითებს. სიტუაცია იყო სრული კონტროლის ქვეშ. ჩვენ იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე მათ წარმოედგინათ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შედეგი დამდგარიყო მშვიდობიანი. შევარჩიეთ ის მომენტი, როცა სააკაშვილი იყო მარტო ამ ბინაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის, რა ვთქვით, გავაკეთეთ

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე.

კომენტარები