მიხეილ სააკაშვილის დაკავება

პრემიერი სააკაშვილის დაკავებაზე: გასაიდუმლოებული ოპერაცია იყო, ბოდიშს ვუხდი ჩვენს გუნდს

მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ, მე ვიტყოდი, გასაიდუმლოებულ ოპერაციაში იყო ჩართული თავიდანვე. დეტალების გამჟღავნება ამ ეტაპზე არ შეიძლება, ალბათ სამართალდამცველები გააკეთებენ დეტალურ ინფორმაციას, მიაწვდიან ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ რომ იტყვიან, მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ...

...ჩვენ უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად დავაკავეთ პრეზიდენტი იმ დროს, იმ წუთას, როცა მარტო იმყოფებოდა სამალავ ბინაში.

რა თქმა უნდა, ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია ამის თაობაზე, დღეს არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ხელისუფლებამ არ უცოდა, მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩვენი გუნდის წევრებს, ვინაიდან, მათაც დღეს მოუწიათ ამის საპირისპირო განცხადებების გაკეთება, ჩვენ შეგნებულად არ ვამბობდით ამის თაობაზე, ვინაიდან, ეს იყო ოპერატიული ტაქტიკა და საჭირო იყო ასეთი შედეგის დასაყენებლად

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TV იმედის ეთერში. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იქამდე, მთელი დღის განმავლობაში, მმართველი გუნდი ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს უკრაინის საზღვარიც კი არ გადაუკვეთავს.

კომენტარები