მიხეილ სააკაშვილის დაკავება

გიული ალასანია: მიშას დაკავების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, კომუნიკაცია არ მქონია

გიული ალასანია და მიხელ სააკაშვილი.

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, მისი შვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, მან სააკაშვილის საქართველოში ყოფნის შესახებ დღეს, 1 ოქტომბრის დილით გაიგო.

"ორი დღეა, არ მინახავს, დაკავებული იყო, საქმეები ჰქონდა, სადღაც მიდიოდა-მოდიოდა. არ მქონდა ინფორმაცია, რომ საქართველოში იყო, დღეს დილით გავიგე. მიშას დაკავების შესახებ არ მაქვს ინფორმაცია, მასთან კომუნიკაცია არ მქონია". - უთხრა ალასანიამ TV პირველის ჟურნალისტს.

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. 

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნება ამტკიცებდა, რომ ექსპრეზიდენტს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. 

კომენტარები