არჩევნები 2021

უგულავა: მიშამ ოცნებას შეუსრულა, ტრუკაჩი ტრუკებით უნდა დაამარცხო

ევროპული საქართველო

"ყველა ვარიანტში ოცნებას მიშამ შეუსრულა. გაუკეთა ის რასაც აქამდე ივანიშვილი თავად უკეთებდა ხალხს - ტრუკებს. ტრუკაჩი ტრუკებით უნდა დაამარცხო". - ასე ეხმაურება ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი ფოთში, გიგი უგულავა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია. 

"ხვალ არჩევნებია, უკვე საბოლოოდ რეფერენდუმი. ხვალ ოლიგარქია მარცხდება და ქვეყანა ახალ ცხოვრებას დაიწყებს. ახდა ნამდვილი ქართული ოცნება-ბიძინა დამარცხდა არჩევნებამდე. ხვალ ხალხი ამას გააფორმებს.

მე კი ფოთელებთან ერთად ფოთს მივხედავ. ჩემი გეგმები მხოლოდ ფოთს უკავშირდება". - წერს უგულავა. 

სააკაშვილმა 1 ოქტომბერს Facebook-ზე ორი ვიდეო გამოაქვეყნა და ამბობს, რომ ბათუმშია.

კომენტარები