არჩევნები 2021

მდინარაძე: სააკაშვილი უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება

იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში და რა სიმბოლურია ტრუს-კავეცი, მისივე ენაზე რომ იმყოფება ეს ადამიანი. ის იმყოფებოდა, ვითომ ვიდეოს რომ დებდა ღამე ბათუმიდან, სასტუმრო რიქსოსში. ახლა, ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შეიძლება, დაიმალოს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დაიმალება. 

კიდევ ერთხელ, ამ კაცმა დაამთავრა საკუთარი პოლიტიკური მოღვაწეობა საბოლოოდ. ამ მოქმედებით კიდევ ერთხელ, ამ ბინძური ფეიკით, რომელიც დღეს გამოამზეურა, დაამთავრა საერთოდ ნაცმოძრაობა. ეს, ერთი მხრივ, ძალიან კარგია, ამ ქვეყანას სჭირდებოდა, რომ პოლიტიკურად ამორალური ძალა დასრულებულიყო, წავიდა ვა-ბანკზე და ამ ვა-ბანკის შედეგად მიიღო ის, რომ ნაცმოძრაობა დღეს დასრულდა და ამას ქართველი ხალხი ნაცმოძრაობის ყველა წევრს და ლიდერს ხვალ უკვე აჩვენებს საარჩევნო ყუთებთან.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. სააკაშვილმა 1 ოქტომბერს Facebook-ზე ორი ვიდეო გამოაქვეყნა და ამბობს, რომ ბათუმშია.

კომენტარები