ეკონომიკა

2020 წელს ბიზნესში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 7%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, 2020 წელს ბიზნესში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 7%-ით შემცირდა. 

საწარმოთა საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ბიზნესში, საშუალოდ, 703 000 ადამიანი იყო დასაქმებული, საიდანაც 58.5% კაცია, 41.5% – ქალი. 

ყველაზე მეტი ადამიანი, კერძოდ, 41.2% მცირე ბიზნესში საქმდება, 37.2% – მსხვილ, 21.7% კი – საშუალო ბიზნესში. 

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი
შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 63%
  • აჭარა – 9.7%
  • იმერეთი – 7.5%
  • ქვემო ქართლი – 5.6%
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8%

2020 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 28%, 12.7% და 10.7%).

სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (9.2%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (9.4%) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (4.5%).


 

კომენტარები