არჩევნები 2021

ბოკუჩავა: სააკაშვილს აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს, ის საკუთარ სიტყვას ასრულებს

"დღეს მას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და პრეზიდენტი სააკაშვილი უბრალოდ ასრულებს საკუთარ სიტყვას, დანარჩენს ის თავად გეტყვით". - ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას.

ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია.

1 ოქტომბერს დილას სააკაშვილმა Facebook პოსტი გამოაქვეყნა.

"დილა მშვიდობისა, საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ". – წერდა სააკაშვილი.

კომენტარები