არჩევნები 2021

"ყველაფერი გავრისკე – თბილისში შეხვედრამდე" – მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბათუმშია

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ბათუმშია.

"ეს არის ჩემი ბათუმი, 2-ში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე, მივცეთ ხმა ნაციონალურ მოძრაობას. არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს​, არც გახარიას, არც მათ სატელიტებს. თუ ენმ არ მოგწონთ, მიეცით ხმა შედარებით პატიოსან პატარა პარტიებს.

[...] აბა თქვენ იცით, თქვენ იმედზე ვარ, მე ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც, ყველაფერი, რათა ჩამოვსულიყავი აქ. მხოლოდ ერთი რამ მინდა, მიდით არჩევნებზე. შეხვედრამდე სულ მალე თბილისში". – ამბობს სააკაშვილი ვიდეოში.

1 ოქტომბრის დილას სააკაშვილმა Facebook პოსტი გამოაქვეყნა.

"დილა მშვიდობისა, საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ". – წერდა სააკაშვილი.

კომენტარები