არჩევნები 2021

დეგნანი სააკაშვილის ჩამოსვლაზე: ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანას მშვიდობიანი გარემო სჭირდება

არ ვაპირებ სპეკულაციას, სააკაშვილი რას იზამს და რას არა... ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ რაც საქართველოს სჭირდება, არის წყნარი, მშვიდობიანი გარემო, აღარ უნდა იყოს პოლიტიკური არასტაბილურობა და ძალადობა. ეს არის ის, რასაც ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი და ვიმედოვნებ, რომ ამას ვიხილავთ არჩევნების დღეს და მის შემდეგაც.

თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა  საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, მედიასთან გაკეთებულ კომენტარში, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან კიევი-თბილისის ბილეთი აიღო და 2 ოქტომბრის საღამოს საქართველოში იქნება.

კომენტარები