არჩევნები 2021

გრეგოროვა: ვფიქრობ სააკაშვილის დაბრუნებას დიდი ეფექტი მოჰყვება, არ მგონია პოზიტიური იყოს

ვფიქრობ, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას დიდი ეფექტი მოჰყვება. არ მგონია, ეს ძირითადად პოზიტიური რომ იყოს, რადგან ამ არჩევნებს, უმეტესწილად, სტაბილურობა სჭირდება.

თქვა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ მედიასთან, თბილისის აეროპორტში ჩამოსვლის შემდეგ. თვითმმართველობის არჩევნებს 7 ევროპარლამენტარი დააკვირდება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან კიევი-თბილისის ბილეთი აიღო და 2 ოქტომბრის საღამოს საქართველოში იქნება.

კომენტარები