არჩევნები 2021

ევროკავშირი: საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებს 7 ევროპარლამენტარი დააკვირდება

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 7 ევროპარლამენტარი დააკვირდება, რომლებიც ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ჩამოვლენ.

დელეგაციაში იქნებიან - მაიკლ გალერი, მირიამ ლექსმანი, მარინა კალიურანდი, კატალინ ჩე, მარკეტა გრეგორევა და ანა ფოტიგა.

ევროპარლამენტარები საქართველოში 29 და 30 სექტემბერს ჩამოვლენ და შეხვედრებს გამართავენ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, ეუთო/ოდირის ჯგუფთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, პოლიტიკური პარტიების, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების წარმომადგენლებთან.  ისინი ოფიციალური პროგრამის ფარგლებში ასევე შეხვდებიან სალომე ზურაბიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილს.

"რაც შეეხება არჩევნების დღეს, იმისთვის, რომ დაკვირვების პროცესი იყოს ეფექტური, ჩვენ არ გავამხელთ იმ ადგილებსა და საარჩევნო უბნებს, სადაც დამკვირვებლები იქნებიან წარდგენილები", - წერია პრესრელიზში.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები