არჩევნები 2021

ხაზარაძე სააკაშვილზე: მისი ჩამოსვლა პრინციპულს არაფერს ცვლის, სხვა ტიპის პოლიტიკა გვჭირდება

მე ძალიან წყნარად ვუყურებ ამ სიტუაციას, იმიტომ რომ ჩვენ ცივილური ქვეყანა ვართ მიუხედავად ბევრი პრობლემისა. თუ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ იგი ბრუნდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მან გადაწყვიტა, რომ იმ მართლმსაჯულებაში, რომელიც მან შექმნა და ქართულმა ოცნებამ გადაიბარა, რაც არის ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნის, მართლმსაჯულება რომელიც დღეს გვაქვს. ანუ მან გადაწყვიტა რომ თავისი სიმართლე ამ მართლმსაჯულებაში დაამტკიცოს, ან რაღაცის იმედი აქვს, რომ მას შეიწყალებენ. ამას ჩვენ დაველოდებით და დავინახავთ ყველა რა მოხდება. არანაირ არეულობას ჩვენ არ ველოდებით.

[სააკაშვილის ჩამოსვლა] პრინციპულს არაფერს შეცვლის. ეს არჩევნების მერე ხდება. საჭიროა პოლიტიკის შეცვლა ამ ქვეყანაში. სხვა ტიპის პოლიტიკა გვჭირდება ჩვენ, იმიტომ რომ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ გვესმის, რომ ვიღაც შარდის ბანკით დადის, ვიღაც იძახის რომ ჩამოვა-არჩამოვა. ჩვენ გვჭირდება ახალი ტიპის პოლიტიკოსები, ახალი სტრატეგია გვჭირდება და ასევე გვჭირდება, ამომრჩეველს ვუთხრათ, რომ პოლიტიკა სხვანაირად კეთდება. 

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე TV პირველის ეთერში. 

27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ბრუნდება. სააკაშვილს ამიმრჩევლისთვის ქვეყანაში ჩამოსვლის პირობა დღემდე მრავალჯერ აქვს მიცემული. 

კომენტარები