არჩევნები 2021

თბილსერვისის თანამშრომელი ევროპელების პლაკატებს ხევდა – შემდეგ გაიქცა და მანქანა მიატოვა

თბილისის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელი დროებითი ღობიდან ევროპული საქართველოს იმ პლაკატებს ხევდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიამსგავსა. თამარ ჩერგოლეიშვილის მისვლის შემდეგ, ის გაიქცა და მანქანა შუა ქუჩაში მიატოვა.

ევროპულმა საქართველომ წინასაარჩევნო კლიპი – "აღარ მოეკიდო გაგებით" წარადგინა, რომლის ილუსტრირებულ პლაკატებსაც პარტია თბილისის ქუჩებში აკრავდა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები