კორონავირუსი და შეზღუდვები

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, გაიხსნება ბაღებიც

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. გაიხსნება საბავშვო ბაღებიც. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურად მიმდინარეობს.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ასევე, მშობლებს ექნებათ უფლება აირჩიონ, დისტანციურად გააგრძელებენ თუ არა მათი შვილები სწავლას.

ჩხენკელის თქმით, უმაღლეს სასწავლებლებს ასევე ექნებათ უფლება, თვითონ გადაწყვიტონ სწავლის პროცესი დისტანციურად გაგრძელდება, თუ აუდიტორიებში. 

კომენტარები