ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ჩვენი გუნდისთვის და, ჩემი აზრით, მთლიანად საზოგადოებისთვის, არ იცვლება ამონაცა იმის მიხედვით, თუ რას გააკეთებს მიხეილ სააკაშვილი, ჩამოვა თუ არა. ამის მიღმა არის ის ეროვნული ამოცანა, რომ ივანიშვილის რეჟიმი დავამარცხოთ 2 ოქტომბრის არჩევნების გამოყენებით. ჩემი აზრით, ნებისმიერი სხვა საუბარი ბოლო ხუთი დღის განმავლობაში არის ამ ფოკუსის დაკარგვა. ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი და ნებისმიერი სხვა ფიგურა, ან როდის ჩამოვა, ჩვენს ვალს არ ცვლის. ჩვენი ამოცანაა, მათი დარწმუნება, რომ მივიდნენ არჩევნებზე, ვინც ხედავს, ივანიშვილის რეჟიმი როგორი კატასტროფაა მისი მომავლისთვის და ყველასთვის, მაგრამ არის იმედგაცრუებული, რწმენა არ აქვს. ყველაფერი დანარჩენი არის ამის შემდეგ და ამის შემდეგ უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები. ჩვენი მორალური ვალია და სამართლებრივი და პოლიტიკური შესაძლებლობაა, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ და დავუახლოვდეთ ჩვენს ისტორიულ ამოცანას.
tbl.ge/5pap
დაკოპირდა
ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია.
27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ბრუნდება. სააკაშვილს ამიმრჩევლისთვის ქვეყანაში ჩამოსვლის პირობა დღემდე მრავალჯერ აქვს მიცემული.
ამავე თემაზე
- 2021 წლის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ 18 მლნ დახარჯა, ენმ-მ 3 მლნ, ლელომ – 2.5 მლნ
- არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება კვლავ პრობლემურია – TI-ის ანგარიში
- NDI არჩევნებზე: საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა
- "საკრებულოებში ვმოქმედებთ ძალაუფლების ბალანსისთვის" – სად ასახელებს გახარია კანდიდატებს
- სააკაშვილი: გავზარდოთ მასობრიობა და კედლად დავუდგეთ მოძალადეებს, აუცილებლად ჩამოვანგრევთ