ეკონომიკა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

28 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში  მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 109 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.200%-ით, მაქსიმალური 9.250%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.246%-ით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125%-ს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სახაზინო ობლიგაცია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდია და ის ფინანსურ ვალდებულებას წარმოადგენს. მისი გაყიდვით სახელმწიფო ვალს იღებს, რომელსაც განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით ფარავს.

კომენტარები