არჩევნები 2021

ღარიბაშვილი: რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? ნებისმიერ პროვოკაციაზე მკაცრად აგებენ პასუხს

რა თქმა მიხომ, რა თქვა, ჩამოვდივარო? საერთოდ, მოსალეობას რომ ავუხსნათ, ეს კაცი 8 წელია, იმუქრება, რომ ჩამოვა, ჩამოვა და არ ჩამოდის. ვერ ჩამოდის, იმიტომ, რომ მშიშარა კაცია, იმიტომ, რომ შევა ციხეში.

სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა. ერთადერთი მისი სურვილი და მიზანი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშილსითვის და მისი მკვლელი, მჩაგვრელი გუნდისთვის. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ ეს არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს, კანონის ფარგლებში.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. 27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ბრუნდება. სააკაშვილს ამიმრჩევლისთვის ქვეყანაში ჩამოსვლის პირობა დღემდე მრავალჯერ აქვს მიცემული. 

კომენტარები