არჩევნები 2021

სანიკიძე სააკაშვილზე: გჯერათ, რომ ჩამოდის? შემიძლია, ბილეთი ნებისმიერი მიმართულებით ვიყიდო

გჯერათ, რომ ჩამოდის? რა თქმა უნდა, არ მჯერა. რამეს ნიშნავს ეგ ბილეთი? ახლა მე შემიძლია, ბილეთი ვიყიდო ნებისმიერი მიმართულებით და რას ნიშნავს, მივდივარ?

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ვიქტორ სანიკიძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში ბრუნდება. სააკაშვილს ამიმრჩევლისთვის ქვეყანაში ჩამოსვლის პირობა დღემდე მრავალჯერ აქვს მიცემული. 

კომენტარები