ნამახვანჰესი

ღარიბაშვილი ნამახვანზე: ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, ჩვენი მოქალაქეების ინტერესის დაცვით

პრეზიდენტ ერდოღანთან ამის თაობაზე კომუნიკაცია არ გვქონდა. ეს არის წმინდად ინვესტორისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, მაგრამ, მეორემხრივ, ჩვენ ყველა ინვესტორს შევუქმნით მაქსიმალურ კომფორტს ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, ბუნებრივია. ასევე მინდა ვთქვა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება, მეტი ინვესტიციები ენერგოსექტორში და ჩვენ ამ მიმართულებით არანაირ დაბრკოლებას არ ველოდებით.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარბაშვილმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით.

კომენტარები