ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: ვერც ერთ უნივერსიტეტში მიიღებ ისეთ გამოცდილებას, რაც ბატონი ბიძინასგან მივიღე

ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღე, ისეთი გამოცდილება, რომ ვერც ერთ უნივერსიტეტში ადამიანი ვერ მიიღებს ასეთ გამოცდილებას, რაც მე მივიღე ბატონი ბიძინასგან. მახსოვს, ერთი ფრანგი წარმატებული ბიზნესმენი, ფრანსუა პინო, ცნობილი მილიარდელია, ჩამოსული იყო ბატონ ბიძინასთან სტუმრად და მეკითხებოდა ჩემს განათლებაზე, ვუყვები, რომ სკოლაში, უნივერსიტეტში, პარიზში ვცხოვრობდი. გამაჩერა, ყველაზე მაგარ უნივერსიტეტში ხარ ახლაო, ამას ვერ ისწავლი ვერსად, რასაც ახლა სწავლობ შენ ამ ადამიანისგანო. ასეც მოხდა, ასეც არის.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედის ეთერში.

კომენტარები