ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: რომ გადავდექი ათონის მთაზე წავედი, განვმარტოვდი, რათა დეტოქსი განმეცადა

ძალაუფლება რეალურად ცვლის ადამიანს და თუ შინაგანად არ გაქვს რაღაც სიმყარე, შენი წესები, მორალი – ძალიან რთულია გაუძლო. როცა მე გადავდექი [პრემიერმინისტრობიდან] შეგნებულად წავედი ათონის მთაზე, ერთი კვირით, შობას იქ შევხვდი, მარტო წავედი, რომ ერთგვარი დეტოქსი განმეცადა. იქ გაქვს შესაძლებლობა რომ განმარტოვდე და შენ თავთან ჩაიკეტო.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები