არჩევნები 2021

IPSOS-ის კვლევა: მოსახლეობის 41% ხმას კალაძეს მისცემდა, მელიას – 36%, გახარიას – 13%

ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა Ipsos-მა მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა.

კითხვაზე, თბილისის მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 41%-მა კახა კალაძე დაასახელა, ნიკა მელია – 36%-მა, გიორგი გახარია – 13%-მა, ანა დოლიძე – 4%-მა, ანა ბიბილაშვილი – 2%-მა.

კვლევა ჩატარებულია მთავარი არხის დაკვეთით. IPSOS-ის მიერ გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1 500 რესპოდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.

კომენტარები