კორონავირუსი საქართველოში

Covid-19-ით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 132 შემთხვევა, დღიური დადებითობა 5.44%-ია

CDC/Science Photo Library

კორონავირუსით კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა,  ჩატარდა 20 798 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 132 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 956  პირი. 

25 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.44%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.49% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.04%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 132 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 419 შემთხვევა, აჭარა - 73, იმერეთი - 172, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 47, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 156, კახეთი - 151, მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 21 151. 4 602 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 687, აჭარაში - 472, იმერეთში - 950. 

1 052  მძიმე პაციენტია. აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა  606 492 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 8 817 და გამოჯანმრთელდა 576 498 პირი. 


ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 14 აგვისტოს გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ 13 სექტემბრიდან აღდგა. 

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები